ეკონომიკა: მსოფლიოში უმსხვილესი ბირჟის ინდექსი ათწლეულის რეკორდამდე გაიზარდა | Business & Economics | ||
აშშ-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა Nasdaq-ის ინდექსი Nasdaq Compositeბოლო 10 წლის რეკორდულ დონეს მიაღწია. მსგავსი ნახტომის მიზეზი გახდა ამერიკული ხელისუფლებების გადაწყვეტილება, არ შეეცვალათ რეფინანსირების განაკვეთები, არამედ შეენარჩუნებინათ ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედ მინიმალურ დონეზე. ამგვარად, აშშ-ის ფედერალური რეზერვი „ევროპის ცენტრალური ბანკის გზას გაუყვა“, რომელმაც აპრილის დასაწყისში პირველად სამი წლის განმავლობაში გაზარდა საბაზისო სააღრიცხვო განაკვეთი: 0.25 საპროცენტო პუნქტამდე, წლიურ 1.25%-მდე. სავაჭრო სესიის შედეგებით, ინდექსი Nasdaq Composite, რომელიც ბირჟაზე დარეგისტრირებული ყველა კომპანიის ღირებულების საფუძველზე გამოითვლება, 22 პუნქტით (0.78%) აიწია და 2.869.88 პუნქტის მაჩვენებელს მიაღწია, რაც 2000 წლის დეკემბრის შემდეგ რეკორდი გახდა. Nasdaq-ის ინდექსები აშშ-ის მაღალი ტექნოლოგიების ბაზრებზე არსებულ კონიუნქტურას ასახავენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2178.html
| |||
Posted by Drakula | 29 Apr 2011, 17:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.