პოლიტიკა: საქართველო კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს | Georgian News | ||
ქართული მხარე კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავებას აპირებს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ 29 აპრილს დიასპორებისა და კავკასიის საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „შეხვედრის მიზანია ექსპერტთა მოსაზრების მოსმენა ჩრდილოთ კავკასიასთან დაკავშირებით, ჩვენ შეხვედრებს მოვაწყობთ უცხოელ ექსპერტებთან იმისათვის, რომ საქართველომ საბოლოოდ განსაზღვროს თავისი სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიაში და მთელ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებითაც“, - თქვა წიკლაურმა. მისი თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ყალიბდება და რომელიც უკიდურესად მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. „რუსეთის ხელისუფლებათა ქმედებები, სიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მხოლოდ რესპრესიულ ქმედებებს ეფუძნება და ძალზედ არაეფექტურია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გამოთქვეს შიში ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით და საქართველო, როგორც უშუალო მეზობელი რეგიონი, ვალდებულია ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით თავისი პრინციპული პოზიცია და დამოკიდებულება შეიმუშავოს“, - თქვა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2176.html
| |||
Posted by Drakula | 29 Apr 2011, 17:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.