საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას მოითხოვს | Georgian News | ||
„თავისუფალმა საქართველომ“ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი დაპირდა ხალხს, რომ 2009 წელს პენსიები 100 დოლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა დღემდე პირობა არ შეუსრულებია. „დღეისათვის საქართველოში პენსიები არა თუ 100 დოლართან, არამედ საარსებო მინიმუმთანაც კი არაა მიახლოებული. ისინი კვლავაც დისკრიმინაციულია რეგიონებში, თბილისის პენსიებთან შედარებით. პრეზიდენტის განცხადება იმაზე, რომ მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს, ძალიან ზოგადია და მთავრობის სხვა წევრების დუმილიც იმას მოწმობს, რომ ახლაც საქმე გვაქვს მორიგ პოპულიზმთან და პენსიონერთა მორიგ მოტყუებასთან“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ. მისი თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ პარლამენტში შეიტანა 30 000 ხელმოწერა პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის მოთხოვნით. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2174.html
| |||
Posted by Drakula | 29 Apr 2011, 17:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.