პოლიტიკა: ლეიბორისტები სააკაშვილს მოუწოდებენ "უსარგებლო მოგზაურობებზე" უარი თქვას | Georgian News | ||
ლეიბორისტები სააკაშვილს მოუწოდებენ "უსარგებლო მოგზაუროებზე" უარი თქვას და გლეხები დაფინანსოს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა. იგი შეეხო პრეზიდენტის კახეთის გლეხებთან შეხვედრას, სადაც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიწის 100 პროცენტი უნდა დამუშავდეს. როგორც ჯიბლაძემ განაცხადა, ქვეყანაში მიწა დაუმუშავებელი რჩება არა იმის გამო, რომ გლეხები ზარმაცები არიან, არამედ იმის გამო რომ საწავავი ძვირია. მისი თქმით, ფასებმა განსაკუთრებით დიზელზე მოიმატა, ფინანსური კრიზის გამო გლეხებს არ შეუძლიათ იყიდონ საწვავი. "მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ ჩვენი ძველი მოთხოვნები გაითვალისწინოს და არაფრის მომცემი მოგზაურობებისაგან თავი შეიკავოს, საშუალებათა დაზოგვის ხარჯზე საწვავი შეიძინოს და მოსახლეობას მიცეს"-განაცხადა ლეიბორისტების წარმომადგენელმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2173.html
| |||
Posted by consul | 29 Apr 2011, 17:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.