ეკონომიკა: საქართველოს Grammy-ის პრეზიდენტი ნილ პორტნოუ ეწვევა | Georgian News | ||
2 მაისს, თბილისის მერიისა და კომპანია „Altervision ჯგუფის“ ინიციატივით, საქართველოს Grammy-ის აკადემიის პრეზიდენტი ნილ პორტნოუ ეწვევა, იუწყება “GHN“. NARAS-National Academy of Recording Arts and Sciences-ის აკადემიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური განვითარების მეხუთე ფორუმში, რომელიც თბილისში მოეწყობა. ყოველწლიურ ფორუმში, რომელიც თბილისში ტარდება, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქალაქების მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიები, ექსპერტები და სხვა მნიშვნელოვანი პირები. Grammy-ის აკადემიის პრეზიდენტი ფორუმზე გამოვა მოხსენებით მუსიკალური საავტორო უფლებების დაცვის თემაზე, ასევე შეეხება საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობის თემას. სესიას „Altervisionჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოში Grammy-ის აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სამი დღე გაგრძელდება. იგი ასევე ბათუმს მოინახულებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2171.html
| |||
Posted by Drakula | 29 Apr 2011, 10:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.