პოლიტიკა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის განცხადებას | Georgian News | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი კომისარის კეტრინ ეშტონის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელშიც გამოხატულია ევროკავშირის შეშფოთებულობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის სერგეი ლავროვის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი კომისარის კეტრინ ეშტონის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელშიც ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს 25-26 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. „განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ვიზიტები არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ევროკავშირის მიერ გამოიხატება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია მასში. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2169.html
| |||
Posted by Drakula | 29 Apr 2011, 10:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.