საზოგადოება: ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო რამოდენიმე წელია დაუმორჩილებელი უწყებების სიაში ლიდერობს | Georgian News | ||
ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო რამოდენიმე წელია დაუმორჩილებელი უწყებების სიაში ლიდერობს. ამის შესახებ, დღეს, ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გაანცხადა. მისი თქმით, აღნიშნული უწყებიდან, ომბუდსმენის აპარატიც არაადეკვატურ პასუხებს ღებულობს, 60 წერლილზე მეტი უპასუხოდაა დარჩენილი. ტუღუშის განცხადებით, იგი მინისტრ კობა სუბელიანს პირადად ესაუბრა, რომელმაც მიზეზად ადმინისტრაციული უზუსტობა დაასახელა და სიტუაციის გამოსწორებას დაპიდა, მაგრამ უშედეგოდ. სახალხო დამცველის ინფრომაციის თანახმად, პროკურატურა და ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო იმ უწყებებს წარმოადგენენ, რომლებიც ომბუდსმენის რეკომენდაციებზე საერთოდ არ რეაგირებენ. მისი თქმით, იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ლტოლვილთა განსახლება კანონის ფარგლებში და ნებაყოფლობით მიმდინარეობს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2162.html
| |||
Posted by consul | 28 Apr 2011, 18:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.