საზოგადოება: საქართველოს სკოლებში შემოიღებენ ახალ საგანს: „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება | Georgian News | ||
საქართველოს სკოლებში შემოიღებენ ახალ საგანს, რომელიც მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესებს ასწავლის, იტყობინება “GHN“. საგნის „საგზაო ნიშნების და უსაფრთხო მოძრაობა“ შემოღების შესახებ საკითხი 28 აპრილს საქართველოს სამთავრობო სხდომაზე იქნება განხილული. დაგეგმილია, რომ ახალი საგანი სკოლებში ახალ 2011-2012 სასწავლო წელს დაინერგება. ახალი საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრეს-კონფერენციაზე განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ვანო მერაბიშვილი წარადგენენ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2158.html
| |||
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 11:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.