პოლიტიკა: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზეა“ | Georgian News | ||
საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზეა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დამხმარემ თინა კაიდენაუმ 27 აპრილს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგი კაპანაძესთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რეფორმების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ უკვე დიდი სამუშაო გასწია, თუმცა მეტის გაკეთებაც შეიძლება. „ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ამ თვალსაზრისით დახმარება შევთავაზოთ“ - თქვა კაიდენაუმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრა, რომელიც ოთხშაბათს კანცელარიაში ჩატარდა, აზრების გაცვლის საშუალებას იძლევა. „ჩვენ მოვუსმინეთ ქართველ კოლეგებს და გავუზიარეთ მათ ის, რაც გვაღელვებს. ასევე შეხვედრები შედგა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ე. წ. „ოპოზიციურ რვეულთან“, რომლებზედაც სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ“, - აღნიშნა თინა კაიდებაუმ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2154.html
| |||
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 09:59 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.