პოლიტიკა: ბარამიძე: უკრაინა ევროპაში საქართველოზე უფრო სწრაფად მოძრაობს | Georgian News | ||
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი და ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესი ქართულ პროგრესს აჭარბებს. როგორც ვიცე-პრემიერმა EurActiv.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს სულაც არაა გასაკვირი, ვინაიდან უკრაინა საქართველოზე უფრო დიდი ქვეყანაა. საქართველო ცდილობს მიჰყვეს უკრაინას, მისი მიმართულებით იმოძრაოს. „ამ თვალსაზრისით, უკრაინა ყველა ასპექტით ლიდერობს. ეს დიდი ქვეყანაა და მისი ადგილმდებარეობა, საქართველოსთან შედარებით, უფრო ხელსაყრელია. სულაც არაა გასაკვირი, რომ ევროკავშირი უფრო მეტ ყურადღებას უკრაინას უთმობს, ვიდრე საქართველოს“, - განაცხადა ბარამიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2152.html
| |||
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 09:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.