მეცნიერება-ტექნოლოგიები: მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი თანამშრომლებს ამცირებს | World News | ||
მობილური ტელეფონების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Nokia, კორპორაციული ხარჯების შემცირების მიზნით, 4 ათას თანამშრომელს ამცირებს. ამასთან ერთად, ფინური კომპანიის კიდევ 3 ათას თანამშრომელს საწარმო Accenture-ში გადაიყვანენ. აქ ისინი ოპერაციული სისტემა Symbian-ის შემუშავებით დაკავდებიან, რომელზედაც Nokia-ს სმარტფონები მუშაობს. კორპორაციის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ეს ზომები თითქმის 1.5 მლრდ დოლარის (1 მლრდ ევროს) ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ძირითადად შემცირებები შეეხება Nokia-ს ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, ფინეთსა და დანიაში. ანალიტიკოსები Nokia-ს გეგმებს უკავშირებენ ცოტახნის წინ კომპანიის მიერ Micrsoft-თან გაფორმებულ ალიანსს, რომელიც „მკვლელი iPhone“-ის ერთობლივ შემუშავებას ითვალისწინებს. ბოლო დროს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა. Nokia სწრაფად კარგავს სმარტფონების ბაზრის წილს iPhone-ის სასარგებლოდ Android-ის პლატფორმაზე. როგორც ICD-ში ამბობენ, 2010 წლის ბოლოდან Android-მა Symbian-ს გაუსწრო და სმარტფონებისათვის განკუთვნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა. ხოლო 2007 წელს iPhone-ის გაჩენის მომენტიდან ბაზარზე Nokia-ს წილი 23-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, კომპანიის კაპიტალიზაცია 60%-ით დაეცა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2151.html
| |||
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 09:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.