მეცნიერება-ტექნოლოგიები: ნობელის ლაურეატები სკოლებში კრეაციონიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ | World News | ||
42 ნობელის ლაურეატმა დაწერეს ღია წერილი, რომელშიც მხარი დაუჭირეს ახალ ამერიკულ კანონპროექტს, რომელიც კრძალავს სადავო საგანმანათებლო სტანდარტს, რომელიც, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს მასწავლებლებს ასწავლონ სკოლებში კრეაციონიზმი. წერილის ავტორები LSEA-ს(Louisiana Science Education Act- ლუიზიანის აქტი სამეცნიერო დისციპლინების სწავლების შესახებ) წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ნებას რთავს მასწავლებლებს, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ „დამხმარე მასალები“ ევოლუციური თეორიის, გლობალური დათბობისა და კლონირების შესახებ მოყოლისას. ასეთმა მასალებმა ხელი უნდა შეუწყოს საგნებთან დაკავშირებულ დისკუსიათა დიაპაზონის გაფართოებას. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნულ ნებართვაზე დაყრდნობით მასწავლებლებს, მეცნიერების სახით, ბავშვებისათვის რელიგიური დოქტრინების სწავლება შეუძლიათ. წერილს ხელი მოაწერა 17 ნობელის ლაურეატმა ქიმიის დარგში, 17-მა ფიზიკის დარგში და 8 ლაურეტმა მედიცინის დარგში. იმასთან ერთად, რომ სკოლებში კრეაციონიზმის სწავლების წინააღმდეგ მრავალი მეცნიერი გამოდის, გამოკითხვამ, რომელიც დარვინის მე-200 წლისთავისადმი ჩატარდა, გამოავლინა, რომ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნების მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი, რომელმაც იცის ევოლუციის თეორიის ცნება, მიიჩნევს, რომ სკოლებში აუცილებელია დარვინის სწავლების გადმოცემა სხვა თეორიებთან ერთად, რომლებიც სახეობათა წარმოშობასა და განვითარებას ხსნიან. ამასთან, 2009 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ აღიარა ევოლუციის თეორია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2150.html
| |||
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 09:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.