საზოგადოება: საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ადმინისტრაციას რეფრომები გააცნო | Georgian News | ||
ქართულმა მხარემ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ის რეფორმები გააცნო, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ამის შესახებ ქართულ-ამერიკული შეხვედრის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა კეიდენასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესს-კონფერენციაზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ. მისი თქმით, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ოთხი ჯგუფია შექმნილი ხალხთან თანამშრომლობის, ეკონომის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროში. "დღეს დემოკრატიის ჯგუფთან ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც ამერიკულ მხარეს ის რეფორმები გავაცანით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. ჩვენ ასევე, მათი რეკომენდაციები და პოზიციები მოვისმინეთ. ჩვენი საერთო მიზანია-რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს, და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა ამ მიზნის მიღწევის მიმართულებით წარიმართება." - განაცხადა კაპანაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2148.html
| |||
Posted by consul | 27 Apr 2011, 20:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.