ეკონომიკა: Amazon.com-მა პირველ კვარტალში გაყიდვები 38%-ით გაზარდა | ![]() | Business & Economics | |
![]() პირველ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება 32.8%-ით, 201 მლნ დოლარამდე, ანუ აქციაზე 0.44 დოლარამდე შემცირდა. გასული წლის შესაბამის კვარტალში იგივე მაჩვენებელი 299 მლნ დოლარს, ანუ აქციაზე 0.66 დოლარს უდრიდა. საანგარიშო პერიოდის შედეგებით, Amazon.com-ის ოპერაციული შემოსავალი 22.36%-ით - 322 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2010 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 394 მლნ დოლარი შეადგინა. ცნობა: Amazon.com ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-სერვისია, რომელიც მასიური მოხმარების რეალური საქონლის გაყიდვაზეა ორიენტირებული, მსოფლიოში ბრუნვის მიხედვით უმსხვილესი კომპანია, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტით ყიდის. ამ დროისთვის Amazon.com-ის სერვისი საქონლის 34 კატეგორიას მოიცავს, მათ შორის ელექტრონულ წიგნებს, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, საბავშვო სათამაშოებს, კვების პროდუქტებს, სამეურნეო საქონელს, სპორტულ საქონელს და ა. შ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2144.html
| |||
Posted by Drakula | 27 Apr 2011, 16:19 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.