ეკონომიკა: საქართველო და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ერთობლივ პროექტს განახორციელებენ | Georgian News | ||
საქართველო და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ, იტყობინება “GHN“. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მადრიდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის შეხვედრის შედეგების მიხედვით. მხარეებმა საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ტალებ რიფაიმ ვერა ქობალიას ერთობლივი პროექტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. შეხვედრის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ 2011-2012 წლებში საქართველოში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ, რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი და სემინარი მოეწყობა. „2012 წელს საქართველოში მსოფლიო მასშტაბის კონფერენცია ჩატარდება. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ჩვენი სტუდენტებისათვის ტრენინგების ჩატარების საკითხი, და ტრენინგების გაგრძელება როგორც ესპანეთში, ისე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში“, - თქვა ქობალიამ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2143.html
| |||
Posted by Drakula | 27 Apr 2011, 16:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.