ეკონომიკა: Standard & Poor’s-მა იაპონიის საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურამდე შეამცირა | World News | ||
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა იაპონიის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. ქვეყნის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი AA-მინუსის პუნქტზე დგას, ხოლო მოკლევადიანი - A-1-პლუსის დონეზე. „11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის, ასევე აეს „ფუკუსიმა-1“-ზე ავარიის შედეგად წარმოშობილი ზარალი იაპონიის საბიუჯეტო დეფიციტს, წინასწარი შეფასებებით, გაზრდის 3.7%-ით ქვეყნის მთლიანი მშპ-საგან 201 წლამდე“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, - „ამასთან დაკავშირებით იაპონიის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შემცირდა. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივანს პრეს-კონფერენციაზე თავისი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტოკიო „აგრძელებს ბრძოლას ობლიგაციების ბაზარზე ნდობის მოსაპოვებლად“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2142.html
| |||
Posted by Drakula | 27 Apr 2011, 16:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.