პოლიტიკა: რუსეთს ძლიერი და განვითარებული საქართველო არ სჭირდება - იაკობაშვილი | Georgian News | ||
საქართველოს ელჩი აშშ-სა და კანადაში თემურ იაკობაშვილი საერთაშორისო დეპარტამენტ „American University“-ში გამოვიდა. მისი გამოსვლის ძირითადი თემა ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო. შეხვედრა თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქართულ-რუსული აგვისტოს ომი არ უნდა იყოს ცალკეული განხილვის საგანი, ვინაიდან მას მთელი რიგი პირობები მოსდევდა. „ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: რუსეთს ძლიერი და განვითარებული საქართველო არ სჭირდება. მათი მთავარი გამოწვევა ეს არის, და არა კონკრეტული ფიგურები: სააკაშვილი, იაკობაშვილი ან შევარდნაძე. რუსეთს არ მოსწონს საქართველო, სადაც კორუფცია არაა. რაც უფრო მეტადაა დაქუცმაცებული საქართველო და რაც უფროა მანდ არსებული სიტუაცია არეული, მით უფრო ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის“, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიზანია ქაოსური სიტუაციის შექმნა. „რუსეთს მიაჩნია, რომ ქაოსი ხელს შეუშლის დასავლეთის ურთიერთობას მეზობლებთან“, - თქვა ელჩმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2138.html
| |||
Posted by Drakula | 27 Apr 2011, 10:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.