ეკონომიკა: საქართველოს კომპანიები მიწისქვეშა კომუნიკაციების პრივატიზაციას შეძლებენ | Business & Economics | ||
კომპანიები, რომელთა საქმიანობა მიწისქვეშა კომუნიკაციებს საჭიროებს, ამ კომუნიკაციების მფლობელები გახდებიან. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს საპრივატიზაციო სამსახურის უფროსის მრჩეველის დავით ჩურღულიას განცხადებით, თუ აქამდე კომპანია, მაგალითად, მიწისქვეშა კაბელს გაიყვანდა, იგი მხოლოდ მისი მომხმარებელი ხდებოდა. შესაბამისად, სხვის მიერ აღნიშნული კაბელის დაზიანების შემთხვევაში კომპანია ვერ ადასტურებდა საკუთრებას და იძულებული იყო, თავად დაეფარა რემონტის ხარჯები. კანონმდებლობაში შეტანილი შესწორებების თანახმად, კომპანიას ეძლევა საკუთარი მიწისქვეშა კომუნიკაციების პრივატიზაციის უფლება. ეს მას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლებიც საკუთრების ფლობის დროსაა გათვალისწინებული. პირველი კომპანია, რომელმაც პრივატიზაციის განაცხადი შეიტანა, „კავკაზუს ონლაინი“ გახლავთ. კომპანიის პრეს-მდივნის რუსა კაპანაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომპანიას მიეცა მისთვის აშენებული საკომუნიკაციო არხების დარეგისტრირების უფლება. „მთავარი ფაქტი, რომლის გამოც მოცემული ცვლილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისაა, რომ ეს არხები დარეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონება და ჩვენ მათი დარეგისტრირებული მფლობელები ვართ. ეს მოცემული ქონების სამართლებრივ მართვას ამარტივებს“, - აღნიშნა მან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2133.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 15:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.