საზოგადოება: საქართველოს ციხეებში მოქმედებას იწყებს ვიდეო-პაემნების სისტემა | Georgian News | ||
საქართველოს ციხეებში მოქმედებას იწყებს ვიდეო-პაემნების სისტემა. ვიდეო-თვალის კომპიუტერული პროგრამის ტესტირება 26 აპრილს პრობაციის სააგენტოში ჩატარდა. როგორც სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა განაცხადა, პირველი ვიდეო-პაემნის განხორციელება უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკა არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში დაყენდება, შემდეგ კი სისტება ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც დაინერგება. სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ვიდეო-პაემნით თვეში სამჯერ. პაემანი ფასიანია და ერთი წუთი 1 ლარი ეღირება, ხოლო დრო ლიმიტირებულია - მაქსიმუმ 15 წუთი. „ეს ჩვენი სამინისტროს კიდევ ერთი სიახლეა. მოცემული სისტემის დახმარებით პატიმარს შეეძლება კონტაქტი ჰქონდეს საზოგადოების ყველა წევრთან, იქნება ეს ოჯახის წევრი, ნათესავი თუ მეგობარი“, - აღნიშნა მაკასარაშვილმა. იმისათვის, რომ პატიმარმა ვიდეო-პაემნით სარგებლობა შეძლოს, მან წერილობით უნდა მიმართოს პრობაციის ბიუროს, უკანასკნელი 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს და ზუსტ დროს დანიშნავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკვე მოასწრო მოცემული რეფორმის გადმოღება. მანდ 26 აპრილს ასევე შედგა შესაბამისი ტექნიკის აპრობაცია. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სასჯელთაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი მაქსიმჩუკმა შეატყობინა, ასეთი ტერმინალები უკვე დაყენებულია გამოსასწორებელ დაწესებულებებში მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პერმში, ირკუტსკში, სამარაში, მოსკოვსა და კრასნოიარკში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2131.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 15:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 10 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.