პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში არანაირი პრობლემები არ სჭირდება | Georgian News | ||
საქართველოს სრულიად არ სჭირდება რაიმე პრობლემები ჩრდილოეთ კავკაშიაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იუწყება “GHN“. პასუხობდა რა ჟურნალ „Огонек“-ის შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ დროს რუსეთში ხმები ისმის იმაზე, თითქოს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში მებრძოლეებს მხარს უჭერს, მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ჭორები რეალობას მოკლებულია. „ასეთი კომენტარებისთვის საჭიროა ფსიქიატრი, და არა საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს სრულიად არ სჭირდება რაიმე პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში. მიზეზები ძალიან მარტივია. რა პრობლემებიც არ უნდა წარმოეშვას რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენ ის ტერიტორია გავხდებით, რომელიც დაუწყნარებელ რეგიონს დაუკავშირდება. და ჩვენთან, შესაძლოა, კვლავ ლტოლვილთა ნაკადი შემოვა. საქართველოში კი, რუსეთის წყალობით, ამჟამად ისედაც 400 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში არანაირი პრობლემები არ გვჭირდება“, - განაცხადა ვაშაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2130.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 15:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.