მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა დედამიწაზე 657 ახალი კუნძული აღმოაჩინეს | World News | ||
მეცნიერებმა რუქაზე 657 ახალი ბარიერული კუნძული დაიტანეს, რომელთა მდებარეობა აქამდე ზუსტად დადგენილი არ იყო, იტყობინება “GHN“. ავტორები თანამგზავრთა ბოლო მონაცემებს, ასევე ტოპოგრაფიულ რუქებს აანალიზებდნენ. მათ 600-ზე მეტი კუნძული აღმოაჩინეს, რომლებიც მანამდე გამოეტოვებინათ. საერთო ჯამში, ამჟამად სპეციალისტებისთვის 2149 ბარიერული კუნძულია ცნობილი - მათი ჯამობრივი სიგრძე დაახლოებით 21 ათასი კილომეტრია. დროთა განმავლობაში მრავალი მათგანი ძლიერ იცვლება ტალღებისა და უამინდობის ზემოქმედებით. ასეთი კუნძულები ფორმირდება როგორც ქვიშებისა და ნალექი ქანების გრძელი, ვიწრო და დაბალი ნაწდობები. ბარიერულ კუნძულებს, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტის გასწვრივ პოულობენ. ამგვარი კუნძულების დაახლოებით ორი მესამედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია განლაგებული. ბარიერული კუნძულები კარგად იცავს კონტინენტთა სანაპირო ხაზს ეროზიისაგან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2129.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 14:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.