მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მომხმარებლები „ჯეოსელში“ გადადიან | Georgian News | ||
მიმდინარე თვეში პორტირების ლიდერი „ჯეოსელია“. კომუნიკაციათა ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში ნომრის პორტირების განაცხადი 28 ათასმა ადამიანმა შემოიტანა, ხოლო მარტში 19 ათასამდე განაცხადი იქნა შემოტანილი. სტატისტიკის თანახმად, უკვე პორტირებულ აბონენტთა რაოდენობა 26 ათასს აღემატება. მათგან უდიდესი რიცხვი სხვა ქსელებიდან „ჯეოსელში“ გადავიდა. შედეგად, კომპანიამ 17 ათასი ახალი აბონენტი მიიღო, ხოლო 5 ათასი - დაკარგა. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის ნომრების პორტაბელობა იქნა შემოღებული. კომუნიკაციათა კომისიის დადგენილების შესაბამისად, ქსელის შიგნით ნომრის პორტაბელობა ძალაში 2010 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა. აბონენტს შესაძლებლობა ეძლევა, ნომრის გამოცვლის გარეშე სასურველი ბრენდი ამოირჩიოს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2128.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 13:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.