პოლიტიკა: მოსკოვში ქართულ-რუსული ურთიერთობების თემაზე კონფერენცია გაიმართება | Georgian News | ||
მოსკოვში, 26-28 აპრილს, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართება კონფერენცია თემაზე „საქართველო - რუსეთი 2020; რა იქნება ხვალ?“. როგორც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ (ლიდერი - რუსი მილიონერი ალექსანდრე ებრალიძე) პრეს-სამსახურში განაცხადეს, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ ამ ღონისძიებას რუსეთის საზოგადოებრივ პალატასთან და საზოგადოებრივი პროექტირების ინსტიტუტთან ერთად ჩაატარებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და რუსი პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები. რუსეთის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან მაქსიმ შევჩენკო, გეიდარ ჯემალი, ვალერი ფადეევი, ვიაჩესლავ ნიკონოვი, ალექსეი პუშკოვი, კონსტანტინე კოსაჩოვი, ვლადიმირ მამონტოვი და რუსული საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლები. კონფერენციაზე დაგეგმილია რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, მათ შორის „მოდელირებული სცენარი მომავალი ათი წლისთვის. კავკასიის პოლიტიკა, როგორც ერთობლივი პროექტი თუ განხეთქილება“, „ჩვენი ადგილი სამყაროში. საქართველო-რუსეთი, რომელ ცივილიზაციას მივეკუთვნებით?“, „დემოკრატია თუ ავტოკრატია და ჰუმანიტარულ-ეკონომიკური თანამშრომლობა“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2127.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 09:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.