მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-მა მომხმარებლებს ახალი ფუნქცია წარმოუდგინა | World News | ||
სოციალურმა ქსელ Facebook-მა დაასრულა ახალი ფუნქციის შემუშავება და წარუდგინა იგი მომხმარებლებს. ახალი ფუნქცია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, უფრო მოხერხებულად გაუზიარონ საინტერესო ინფორმაცია თავიანთ მეგობრებს. ფუნქციას უწოდეს “Send“ („გაგზავნა“), წერს გაზეთი The Huffington Post. ახალი ფუნქციის შექმნის შესახებ ორშაბათს, 25 აპრილს, განაცხადეს. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც სოციალურ ქსელში ჯგუფებში შესულები ან მათი შემქმნელები არიან. ფუნქცია Like-საგან განსხვავებით, რომელიც გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის ყველა მეგობრისთვისაა ხელმისაწვდომი, Send მეგობართა უფრო ვიწრო წრისთვის იქნება შესამჩნევი. ღილაკზე დაწკაპუნებისთანავე, მომხმარებლისათვის შემოთავაზებული იქნება იმ მეგობრების არჩევა, ვისთვისაც მას თავისი არჩევნის შესახებ შეტყობინება სურს. არჩეული ინფორმაცია შეიძლება გაიგზავნოს „რჩეული“ მეგობრებისათვის, ასევე მას შესაძლოა თან ახლდეს პირადი შეტყობინება. მოცემული ფუნქცია ხელმისაწვდომია იმ ვებ-გვერდებზე, რომლებთანაც Facebook თანამშრომლობს. კომპანიის ჩანაფიქრით, ახალმა ფუნქციამ უნდა შეცვალოს მომხმარებლისათვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ მეგობრების შეტყობინების არსებული შესაძლებლობა e-Mail-ის საშუალებით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2125.html
| |||
Posted by Drakula | 26 Apr 2011, 09:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.