პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: საქართველო სერიოზული მოწინააღმდეგე გახდება ნებისმიერისთვის, ვინცაფხაზეთსადაცხინვალშ | Georgian News | ||
ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საჰაერო მიმოსვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სახით სერიოზულ მოწინააღმდეგეს მიიღებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას. „ჩვენ არ ველით, რომ რომელიმე ცნობილი და სერიოზული ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს. მაგრამ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ისრაელმაც, და ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა საკუთარ ფინანსურ ინტერესებში „კეთილმოსურნეს“ მიიღებს, მაგრამ საქართველოს სახით მოწინააღმდეგე ეყოლება“, - თქვა წიკლაურმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ისრაელიდან აფხაზეთში ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე. ამასთანავე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ICAO - ს წესდება უკრძალავს წევრ ქვეყნებს ფრენების განხორციელებას ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია და რომლებზედაც არაა ლეგიტიმური ხელისუფლებები. „ეს ქვეყნის პრესტიჟია და ყველა კომპანიამ იცის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ფრენებთან დაკავშირებით ICAO სერიოზულ სანქციებს მიიღებს“, - აღნიშნა წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ სეპარატისტთა მტკიცებით, ისინი ისრალეთან პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2116.html
| |||
Posted by Drakula | 22 Apr 2011, 13:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.