საზოგადოება: მართმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაში არ ასახავენ | Georgian News | ||
მართმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს უსაფთხოების კონცეფციაში ასახული არ იქნება, იუწყება “GHN“. როგორც სააგენტო “GHN“-ს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსელიამ უთხრა, უსაფრთხოების დოკუმენტი სპეციალური დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. „უსაფრთხოების კონცეფცია - ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ვერ ვხედავ იმას, თუ როგორ უნდა იყოს ასახული ეკლესიის როლი, არა იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. უბრალოდ ეს დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, ეკლესიის საკითხი კი მეტად სოციალურია“, - თქვა დარსელიამ. შეგახსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლებმა უსაფრთხეობის კონცეფციაში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის როლის გამოყოფა მოითხოვეს. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ახალი უსაფრთხოების კონცეფცია გაზაფხულის ბოლოსკენ დამტკიცდება. აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან კონცეფცია გადახედული არ ყოფილა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2115.html
| |||
Posted by Drakula | 22 Apr 2011, 11:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.