aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სირიის პრეზიდენტმა ოფიციალურად გააუქმა საგანგებო მდგომარეობის 50 წლიანი რეჟიმი World News  World News 
21 აპრილს სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა დეკრეტს 1963 წლიდან ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse.



ერთდროულად გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი სასამართლოც - სტრუქტურა, რომელიც საიდუმლოობის რეჟიმში განიხილავდა იმ პიროვნებების საქმეებს, რომლებიც რეჟიმისადმი არალოიალურობის ეჭვქვეშ იყვნენ.


საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იქნა შემოღებული, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებაში პარტია „ბაასი“ მოვიდა, რომელიც კონტროლს მოცემულ მომენტამდე ინარჩუნებდა. ამის შემდეგ რეჟიმის მოქმედება არა ერთხელ გაგრძელებულა.


საგანგებო მდგომარეობა სირიელთა მრავალ უფლებასა და თავისუფლებას ზღუდავდა. კერძოდ, შემოღებული იყო შეზღუდვები მასიური შეკრებებისა და მიტინგების ჩატარებაზე, მედიაში ცენზურა არსებობდა, ხოლო პოლიციელები და სპეცსამსახურები ძალიან ფართო უფლებებით სარგებლობდნენ, რომლებიც მათ სასამართლოს გარეშე დაპატიმრებებისა და დაკავებების განხორციელების საშუალებას აძლევდა.


ახლა მოქალაქეები, მიიღეს რა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა, შეძლებენ მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩატარებას, თუმცა არასანქციონირებული სვლებისთვის კვლავინდებურად სასჯელი იმოქმედებს. ამას გარდა, სირიაში მიღებულია კანონი, რომელიც ცენზურას ამარტივებს.


ხელისუფლებები იძულებულნი იყვნენ, საზოგადოებრიობის ზეწოლის ქვეშ რეფორმებზე წასულიყვნენ. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მრავალი სირიული ქალაქის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებზე გამოდიან და საკუთარი პოლიტიკური უფლებების გაფართოებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს, აქციების მონაწილეებს შორის გამოჩნდა ლოზუნგები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2113.html
Posted by Drakula | 22 Apr 2011, 08:54 | News »
 

"პოლიტიკა: სირიის პრეზიდენტმა ოფიციალურად გააუქმა საგანგებო მდგომარეობის 50 წლიანი რეჟიმი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian