ეს საინტერესოა: 2011 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სია | World News | ||
ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალ Time-მა 2011 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სია შეადგინა. სრული სია, რომელშიც, კერძოდ, ეგვიპტური რევოლუციის კოორდინატორი ვაელ გონიმი არის შესული, გამოცემის საიტზეა გამოქვეყნებული. Time-ის რეიტინგში აღმოჩნდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი მეუღლე მიშელ ობამა, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მომღერალი ჯასტინ ბიბერი. Time-ის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ამჟამად არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. Time-ის ასეულში ასევე მოხვდა ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლეისტერსი, რომელმაც „დიდი მუზარადის“ სერიის ორ უკანასკნელ ტურნირში გაიმარჯვა: US Open-ში (აშშ-ის ღია ჩემპიონატი) 2010 წელს და Australian Open-ში (ავსტრალიის ღია ჩემპიონატი) 2011 წელს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2108.html
| |||
Posted by Drakula | 22 Apr 2011, 08:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.