მეცნიერება-ტექნოლოგიები: კორპორაცია Intel-მა თავისი შემოსავლების მიხედვით რეკორდი დაამყარა | World News | ||
კორპორაცია Intel-მა კვარტლის ამონაგების მიხედვით მორიგი რეკორდი დამყარა. 2011 წლის იანვარ-მარტში პროცესორთა უმსხვილესი მწარმოებლის ამონაგებმა 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, შეტყობინებულია ოფიციალურ პრეს-რელიზში. ეს გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 25 პროცენტით მეტია. ბოლო კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთივე მოგება Intel-მა 2010 წლის ბოლო კვარტალში მიიღო. როგორც Intel-ის უფროსმა პოლ ოტელინმა განაცხადა, Intel-ის ყველა ქვედანაყოფის გაყიდვების მოცულობა წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 10 პროცენტით მაინც გაიზარდა. ასე, Intel-ის სერვერულმა ქვედანაყოფმა 32 პროცენტიანი გაყიდვების ზრდის თაობაზე განაცხადა, კომპიუტერული პროცესორების გამოშვების ქვედანაყოფმა ბრუნვა 17 პროცენტით გაზარდა. 4 პროცენტით გაიზარდა Intel-ის ბიზნესი Atom-ის პროცესორთა და ჩიპსეტების გამოშვების ნაწილში. 2011 წლის იანვარში Intel-მა Core i-ის პროცესორთა საკუთარი ხაზი განაახლა და Sandy Bridge-ის არქიტექტურაზე დაფუძნებული 20-ზე მეტი ახალი მოდელი წარმოადგინა. გასული 2010 წელი Intel-ის ისტორიაში რეკორდული გახდა. მაშინ კომპანიამ 43.6 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 11.7 მილიარდი შეადგინა. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ გაიზარდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2101.html
| |||
Posted by Drakula | 21 Apr 2011, 09:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.