ეს საინტერესოა: საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ყოფილმა ქვეყანამ სიმფსონები აკრძალა | World News | ||
მულტსერიალ „სიმფსონების“ გმირებისადმი მიძღვნილი ლიტვის კომიქსის ახალი გამოშვება მასში განთავსებული ლუდის რეკლამის გამო გაყინეს. ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presseიტყობინება. კომიქსის ტირაჟის პუბლიკაცია დროებით შეჩერებულია. სარეკლამო სტანდარტების ლიტვურმა კომისიამ კომიქსში ლუდ Duff-ის რეკლამა აღმოაჩინა, რომლის დიდი მოყვარულიც ჰომერ სიმფსონი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლუდი მხოლოდ ესპანეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ლათინურ ამერიკაში იყიდება, ლიტვურმა ხელისუფლებებმა ასეთი პროპაგანდის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. კომისიამ კომიქსების გამომცემლობა Media Incognito-ს ოთხი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, წერს AFP. ამერიკული კომპანია Bongo Comics, რომელიც ლიტვაში „სიმფსონების“ გამოშვებას არეგულირებს, თანახმა არაა კომიქსის შინაარსის შეცვლაზე. ახლა გამომცემლობა ეძებს ვარიანტებს, თუ როგორ გამოუშვას გაყინული ტირაჟი და, ამასთან, არ დაარღვიოს ლიტვური კანონები. ლიტვაში კომიქს „სიმფსონების“ ტირაჟი 10 ათას ეგზემპლარს შეადგენს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2098.html
| |||
Posted by Drakula | 21 Apr 2011, 09:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.