საზოგადოება: Freedom House: რუსებს ინტერნეტ-ცენზურა ემუქრებათ | World News | ||
„Freedom House“-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებშიც ინტერნეტში ურთიერთობის თავისუფლება უახლოესი წლის განმავლობაში შესაძლოა შეიზღუდოს, იუწყება Lenta.ru. თავისუფალი ინტერნეტისათვის საფრთხეების სახით „Freedom House“-მა დაასახელა ჰაკერთა შეკვეთილი თავდასხმები, პოლიტიკური ცენზურა და ქსელში სახელმწიფო კონტროლის დაწესება. „ანტიდემოკრატიული რეჟიმები სულ უფრო მეტ ყურადღებასა და რესურსებს უთმობენ ინტერნეტში საზოგადოებრივი დისკუსიის შეზღუდვის მეთოდებს“, - ციტირებას უკეთებს Lenta.ru აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პოტენციურად იმყოფებიან ცენზურის საფრთხის ქვეშ, რუსეთის გარდა აღმოჩნდნენ იორდანია, ტაილანდი, ვენესუელა და ზიმბაბვე. „FreedomHouse-მა გამოკვლევა 37 ქვეყანაში ჩაატარა. ინტერნეტში ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე თავისუფლად აღიარეს ესტონეთი, აშშ და გერმანია. ამ კუთხით არათავისუფალნი აღმოჩნდნენ: კუბა, მიანმარი და ირანი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2090.html
| |||
Posted by Drakula | 19 Apr 2011, 14:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.