პოლიტიკა: სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებთან განიხილა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრა ჩატარდა პრეზიდენტოს სასახლეში, სადაც სააკაშვილმა მიიღო აშშ-ის სენატორთა დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ კაილი მეთაურობს. ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ რესბუპლიკელ სენატორებთან შეხვედრის მთავარი თემები იყო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და საერთო ძალისხმევის გაღრმავება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. სენატორებმა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართული სამხედრო გაერთიანებების მონაწილეობის მნიშვნელოვნობაზე გაამახვილეს ყურადღება. სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ამერიკის გაერთიანებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოსა და ქართული ხალხის მიმართ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2086.html
| |||
Posted by Drakula | 19 Apr 2011, 09:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.