მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა კომპანია Samsung თავისი პროდუქციის დაკოპირებაში დაადანაშაულა | World News | ||
კომპანია Apple-მა სასამართლოში უჩივლა Samsung Electronics-ს, დაადანაშაულა რა სამხრეთკორეული კომპანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევაში, იტყობინება Bloomberg. Apple-ის სახელით სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში გადაეცა. როგორც Reutersიტყობინება, სასარჩელო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებადი Galaxy-ის ხაზის მობილური ტელეფონები და პლანშეტური კომპიუტერები, ფაქტობრივად, Apple-ის შესაბამისი პროდუქციის - iPhone-ისა და iPad-ის ასლებია. „ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა, რომ Samsung-ის ახალი მოწყობილობები ძალიან ჰგავს iPhone-სა და iPad-ს - კორპუსის ფორმიდან დაწყებული, სამომხმარებლო ინტერფეისითა და შეფუთვითაც კი დამთავრებული“, - განაცხადა Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ დაულინგმა, და დაამატა, რომ საუბარია „უხეშ დაკოპირებაზე“. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, როდესაც სხვა კომპანიები Apple-ის იდეებს პარავენ“ - თქვა დაულინგმა. ამასთან, როგორც სასამართლოში მიმართულ დოკუმენტებშია ნათქვამი, მოსარჩლე კომპანია აღიარებს, სულ ცოტა, ერთი არსებითი განსხვავება არსებობას - Galaxy-ის სმარტფონები და პლანშეტები Google Android-ის პლატფორმაზე მუშაობენ, რომელიც Apple-ის ოპერაციული სისტემის პირდაპირი კონკურენტია. როგორც Bloombergიტყობინება, Samsung Electronics-ის წარმომადგენელმა კიმ ტიტუსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომპანია „ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად ყველა აუცილებელ იურიდიულ ზომას მიიღებს“, რითაც ნათელი გახადა, რომ ისინი Apple-ის სარჩელს უახლოეს დროში უპასუხებენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2084.html
| |||
Posted by Drakula | 19 Apr 2011, 09:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.