საზოგადოება: სააკაშვილი: მასწავლებელი უფრო ნაკლებს იღებენ, ვიდრე იმსახურებენ | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ კარგად იცის, მასწავლებლები იმაზე ნაკლებ ხელფას რომ ღებულობენ, ვიდრე იმსახურებენ. ამის შესახებ მან დღეს ბორჯომის რაიონში სოფელ ტაძრეთში სკოლის განხსნაზე სერთიფიცირებულ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ბევრი პრიორიტეტი აქვს, მაგრამ იმაზე დიდი პრიორიტეტი, როგორიცაა ბავშვებისათვის განათლების მიცემა, არ არსებობს. "ამიტომაც ჩვენ პედაგოგებს დამატებითი სტიმული მივეცით, რათა სკოლებში სწავლების დონე აგვემაღლებინა" -განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 380 ლარს წარმოადგენს. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მათ 75 ლარი დაემატებათ,ინგლისურისა და კომპიუტერის ფლობის შემთხვევაში 125ლარი. ასეთი გზით, განაცხადა პრეზიდენტმა,პედაგოგის საშუალო ხელფასი 580 ლარი გახდება. ამასთან ერთად, თუ პედაგოგი სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს, იგი 1000 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღეს, პედაგოგ-მენტორი დამატებით 160 ლარს მიიღებს. პედაგოგები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მოღვაწეობენ დამადებით 100 ლარს მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის სკოლაში ასწავლიან 200 ლარს. "თუ ვინმესთვის საჭირო იქნება ძეგლის დადგმა, მაშინ ეს უნდა იქნას პედაგოგი."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2077.html
| |||
Posted by consul | 18 Apr 2011, 18:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.