პოლიტიკა: "თავისუფალი დემოკრატები" საგაერო ვალთან დაკავშირებით მეტ გამჭირვალობას ითხოვს | Georgian News | ||
"თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება საგარეო ვალის გადახდას არ აპირებს. როგორც დღეს, პრესს-კონფერენციაზე "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანია განაცხადა, სწორედ ამიტომ გამოსცა ხელისიფლებამ ახალი ევრობონდი 500 მილიონი დოლარის ოდენობით. მისი თქმით, 2011 წელს, საქართველოს ვალმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2008 წელს ვალი მხოლოდ 2 მილიარდი იყო. ალასანიამ თქვა, რომ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი, რომელიც ხელისფლებამ 2008 წელს აიღო, გაზსაცავის აშენებაზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ თუ რაზე დაიხარჯა ფული სინამდვილეში - ჯერჯერობით დაუდგენელია. "ხელისფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ხალხის საწინააღმდეგო პოლიტიკას. ვალი არსებული მთავრობის გადასხდელი არ იქნება, ამის გაკეთება შემდეგ თაობას მოუწევს. ხოლო მომ დევნო 10 წელიწადში ვალის პროცენტი 430 მილიონ დოლარს შეადგენს" - განაცხადა ალასანია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2075.html
| |||
Posted by consul | 18 Apr 2011, 18:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.