პოლიტიკა: სააკაშვილი:რუსეთის მოდელს პერსპექტივა არ აქვს | Georgian News | ||
საქართველომ თავისი ისტორიული როლი, ცივილიზაციის უპირატესობა დაიბრუნა, ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრეთში სკოლის გახსნისას და მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს გავლენა მეზობელ სახელმწოფოებზე საგანმანათლებლო და კულტურული უპირატესობით გამოიხატა. "თუ მაგალითად მედეას შესახებ ლეგენდას მოვიყვანთ, აისონი ჩამოვიდა არა მხოლოდ ოქროს საწმისისთვის, არამედ იმისათვისაც, რომ შეესწავლა ეს ცივილიზაცია და ის თავის ქვეყანაში დაენერგა" - განაცხადა სააკშვილმა. მისი თქმით, ის ფაქტი,რომ დღეს ბევრი მეზობელი ქვეყანა რეფორმებს ჩვენგან სწავლობს, ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ისტორიული როლი, ცივილიზაციური უპირატესობა დაიბრუნა. "რუსეთის მოდელს პერსპექტივა არ აქვს და ამას თავად რუსეთიც აღიარებს. დღეს ისინი სამხედრო ძალას, ნავთობის მაღალ ფასებს ეყრდნობიან, ხოლო ჩვენ კი ცივილიზაციის განვითარებას" - განაცხადა სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2073.html
| |||
Posted by consul | 18 Apr 2011, 17:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.