კულტურა: ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“ მოსკოვში აღმოაჩინეს | Georgian News | ||
ნიკო ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“, რომელიც 1993 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის აპოლონ ქუთათელაძის სახლიდან მოიპარეს, მოსკოვში აღმოაჩინეს, იტყობინება აპოლონ ქუთათელაძის შვილი - კარამანი. კარამან ქუთათელაძის თქმით, ფიროსმანის ეს შედევრი მამამისის სახელოსნოდან ავტომატებით შეიარაღებულმა პიროვნებებმა გაიტაცეს. „ჩემთვის არაფერი იყო ცნობილი „შავი ლომის“ შემდგომ ბედზე და ახლა გავიგე, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს მოპარული ნახატია გამოტანილი მოსკოვში“, - თქვა მან. კარამან ქუთათელაძის ინფორმაციით, ფიროსმანის ნამუშევრის მოპარვის საქმეთი ინტერპოლია დაკავებული. ქუთათელაძემ მოყვა, რომ რამდენიმე თვის წინ მან ინტერპოლს დამატებითი ჩვენებები მისცა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“ მოსკოვში, ცენტრალურ სამხატვრო სახლში, რუსული ანტიკვარული სალონის ექსპოზიციაშია გამოტანილი. ტელეარხ "როსსია-24"-ის შეტყობინებით, ეს არის არა ასლი, არამედ ორიგინალი. სააგენტომ გაარკვია, რომ გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპოპარკია“. კომპანიის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრიდან ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის აღნიშნული ნამუშევარი რუსეთის სამხატვრო აკადემიის სტენდზეა გამოტანილი. სააგენტოს თანამოსაუბრემ ივარაუდა, რომ იგი აკადემიის საკუთრებაა. თავის მხრივ, „ექსპოპარკის“ კომპანიის წარმომადგენელი დაინტერესდა ინფორმაციით იმაზე, რომ ფიროსმანის ნამუშევარი შესაძლოა მოპარული იყოს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2070.html
| |||
Posted by Drakula | 18 Apr 2011, 17:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.