პოლიტიკა: გერმანია გაეროს კადაფის გაყინული ანგარიშებიდან სახსრებს გადასცემს | World News | ||
გერმანიის მთავრობა მუამარ კადაფის გაყინული საბანკო ანგარიშებიდან გაეროსთვის €6 მილიარდის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ეს სახსრები ლიბიელი მეამბოხეების დასახმარებლად იქნას დახარჯული. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ ფულის გამოყენება შეუძლია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებათა გადასახდელად, რათა ლიბიის მოსახლეობას ტანჯვა შეუმსუბუქოს“, - აციტირებს ეკონომიკის მინისტრ რაინერ ბრიუდერლეს Der Spiegel. ბრიუდერლეს მიაჩნია, რომ კადაფის ევროპის აქტივები არ უნდა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნების ხელში, არამედ აუცილებელია ლიბიის ხალხის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, ამიტომ ევროპის კავშირმა ეს სახსრები გაეროს უნდა გადასცეს. გასულ კვირაში ლიბიის ფინანსთა მინისტრმა აბდულახიფიდ ზლიტნიმ განაცხადა, რომ სულ საზღვარგარეთ გაყინულ იქნა ქვეყნის აქტივები 120 მლრდ დოლარის ოდენობით, მაგრამ აღნიშნა, რომ ტრიპოლს სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმარისი შიდა რეზერვები აქვს. მან ასევე მოუწოდა ლიბიის გაყინული აქტივების დაუყოვნებლივი დაბრუნების შესახებ, რათა სახელმწიფომ ჰუმანიტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლოა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2066.html
| |||
Posted by Drakula | 18 Apr 2011, 09:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.