პოლიტიკა: აშშ-ის სენატორთა დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებებთან შეხვედრებს ჩაატარებს | Georgian News | ||
რესპუბლიკური პარტიის ამერიკელ სენატორთა დელეგაცია დღეს, 18 აპრილს, საქართველოში ვიზიტს იწყებს, იტყობინება “GHN“. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ჯონ კაილი, ჯეფ სეშონი, მაიკლ კრაპო, რონ ჯონსონი, ქვეყანას აღმოსავლეთევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ამერიკული დელეგაცია შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთაბ, ოპოზიციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 18 აპრილს 16:20 საათზე მოეწყობა დელეგაციის შეხვედრა უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან. როგორც სენატორ კაილის დამხმარემ ტიმ მორისონმა აღნიშნა, ვიზიტის მთავარი მიზანია გაცნობა იმისა, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვამ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2064.html
| |||
Posted by Drakula | 18 Apr 2011, 09:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.