საზოგადოება: უწმინდესმა ილია ||-მ სიკეთესა და ბოროტებაზე იქადაგა | Georgian News | ||
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა,მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკათედრო ტაძარში სიკეთესა და ბოროტებაზე ისაუბრა. როგორც ილია II-მ აღნიშნა,რომ ადამიანი, როგორც ღმერთის ქმნილება ვერასოდეს გააცნობიერებს, თუ რატომ ზეიმობს სიკეთე და შემდეგ მას რატომ მოყვება ბოროტება, რატომ ზეიმობს ბოროტება და შემდეგ მას სიკეთე რატომ მოყვება. ილია მეორემ ხალხს მოუწოდა არასოდეს იამაყოს და იფიქროს, რომ მასთან მისული ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდება. ილიამ მეორემ ასევე, მრეველს მოუწოდა, რომ ცდუნებას მოერიდნონ. "როდესაც თქვენ მწუხარება დაგეუფლებათ, იცოდეთ, რომ მას ყოველთვის მოყვება ბედნიერება" - განაცხადა უწმინდესმა. ილია მეორემ მრევლს ბზობა მიულოცა და მათ მხსნელის იერუსალიმში შესვლის ისტორია გაახსენა. "ამ დღეს იესო ქრისტო საზეიმოდ შევიდა იერუსალიმში. მთელი ქალაქმა მიიღო ის და ხალხი "ოსანას" იძახდა. ეს მეფესთან შეხვედრა იყო, ღმართმა დაინახა ეს. ღმერთმა ისიც დაინახა, რომ რამოდენიმე დღეში ხალხი ქრისტეს ჯვარცმის მომხრე გახდა. ასეთია ადამიანის ბუნება, ჩვენ ამ საიდუმლობას ვერ ჩავწვდებით." - განაცხადა უწმინდესმა. მისი თქმით, ბოროტება, რომელსაც ადამიანი აკეთებს, მისი ცოდვების შედეგს წარმოადგენს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2059.html
| |||
Posted by consul | 17 Apr 2011, 17:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.