პოლიტიკა: აშშ-მ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს წარუმატებელი დიმპლომატია უწოდა | Georgian News | ||
აშშ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ძველებურად წარუმატებელ დიპლომატიას უწოდებს, ამის შესახებ ნაციონალური უსაფრთოხების საბჭოში, ვაშინგტონში კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთისა და ევრაზიის საქმეთა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა , წერს რია-ნოვოსტი. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ახლა უფრო უსაფრთხოდაა, ვიდრე 3 წლის წლი იყო. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც თბილისთან, ისე მოსკოვთან,რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. მაგრამ იქ ძველებურად არასტაბიულურობაა, რუსეთი საქართველოს ნაწილის ოკუპირებას აგრძელებს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება არის შესაძლებელი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნვლესაყოფად. ასე რომ ეს სიტუაცია გასაკეთებელ საქმეთა სიაში რჩება" - განაცხადა მაკფოლმა. ამასთან ერთად მაკფომა აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობა გაუუმჯობესდა და ეს რუსულ-ამერიკული ურთიერთიბების "გადატვირთვად" იქცა. რუსეთსა და რამოდენიმე ქვეყანას შორის გადატვირთვა მოხდა, როგორიცაა პოლონეთი, ნორვეგია, ლიტვა, ხოლო ამ ჯერად შესაძლებელია დიდ ბრიტანეთთანაც. როდესაც ამ ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენთან ჩამოდიან, ამბობენ,რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები უსაფრთოხოების მხრივ მათთვისაც გაუმჯობესდა - განაცხადამაკფოლმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2057.html
| |||
Posted by consul | 16 Apr 2011, 21:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.