ეკონომიკა: მსოფლიო ბანკი: საქართველომ შეძლო მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლა | Business & Economics | ||
საქართველომ მოახერხა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგების თავიდან აცილება. ასეთი განცხადება გაკეთდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა, იუწყება „GHN“. „ფასების ზრდა გლობალური ფენომენია. ეს წყალდიდობებისა და პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდით არის გამოწვეული. საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, ეს ყველაფერი შიდა ბაზარზეც აისახა. ინფლაციასთან ბრძოლა მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტებითაა შესაძლებელი... წელს საქართველო 6%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც ნიშნავს, რომ მან შეძლო კრიზისიდან გამოსვლა. ბიზნესის წარმოების სიადვილე კი საქართველოში უცხოელ ინვესტორებს იზიდავს“, - თქვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ასლან ალიმმა. ამასთან ერთად, მან დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების გაორმაგების შესახებ, და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, მიუხედავად სწრაფი შედეგის არარსებობისა. „ინვესტიციების გაორმაგებას სწრაფი ეფექტი არ ექნება, თუმცა ადგილი ექნება გრძელვადიან ეფექტს“, - მიუთითა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2056.html
| |||
Posted by Drakula | 16 Apr 2011, 15:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.