პოლიტიკა: ნატო-საქართველოს კომისიამ პირველი ერთობლივი დეკლარაცია მიიღო | Georgian News | ||
ნატო-საქართველოს კომისიამ პირველი ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. "არ მინდა ხმაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია. თუ დაინტერესებული პირი ამ დოკუმენტს წაიკითხვას, მიხვდება, თუ რა სიზუსტით, რეალისტურად და საქართველოს სასარგებლოდაა ფორმულირებული ალიანსის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აინტერესებს" - განაცხადა ვაშაძემ. დეკლარაციის მნიშვნელობაზე საკუთარი აზრი საქართველოს ელჩა ნატოში გრიგოლ მგალობლოშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ასეთი დონის დოკუმენტი პირველად იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2047.html
| |||
Posted by consul | 15 Apr 2011, 16:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.