ეკონომიკა: აშშ არ აპირებს ნავთობის სტარტეგიული მარაგების გამოყენებას | World News | ||
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ აპირებს ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენებას, რათა ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდა შეაჩეროს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ამერიკული ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის მისამართით ეროვნული ნავთობის რეზერვების გამოყენების დაწყების მოწოდებებით მიმდინარე კვირაში რამდენიმე ამერიკული პოლიტიკოსი გამოვიდა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და ვხვდებით, თუ რა ზიანს უყენებს ამერიკული ოჯახების ბიუჯეტს საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა“, - თქვა ობამამ“, - თუმცა სტრატეგიული რეზერვები გათვლილია იმ შემთხევისთვის, თუ ნავთობის მიწოდებები შეწყდება, და არა ფასწარმოქმნის კონტროლისთვის“. ობამამ შეახსენა, რომ აშშ-ის მთავრობამ უკვე გახსნა ბენზინის რეზერვებთან წვდომა 2005 წელს ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ, როდესაც სტიქიური უბედურების რაიონში თითქმის მთლიანად შეწყდა ნავთობპროდუქტების მოპოვება და წარმოება. „ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ არ გვსურს ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ჩვენი სტრატეგიული მარაგების ხარჯვას დავიწყებთ, ნავთობის მიწოდებებში კი შეფერხებებს ექნება ადგილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2040.html
| |||
Posted by Drakula | 15 Apr 2011, 10:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.