ეს საინტერესოა: აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამამ რეკორდული შემოსავალი მოიტანა | World News | ||
2010 წელს აშშ-ის ინტერნეტ-რეკლამის ბაზარი 15 პროცენტით 26 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ინტერნეტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამას მოწმობს აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის გამოკვლევის მონაცემები, რომლებიც Associated Press-ს მოჰყავს. წინა რეკორდი 2008 წელს დამყარდა, როდესაც ინტერნეტ-რეკლამიდან შემოსულმა შემოსავალმა 23.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, ბაზარი 3 პროცენტით შემცირდა. იმის შესახებ, რომ ბაზრის ამ სეგმენტმა გააუმჯობესა კრიზისამდელი მაჩვენებლები, ცნობილი გახდა გასული წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6.4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს. მანამდე კვარტლურ მაჩვენლებლებს ასეთი რიცხვისთვის არასდროს მიუღწევია. მეოთხე კვარტალში ინტერეტ-რეკლამიდან შემოსულმა შემოსავლებმა 7.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ახალი რეკორდი დამყარდა. გასულ წელს ინტერნეტში ყველაზე პოპულარული გახდა საძიებო რეკლამა. მისმა ხარჯებმა 12 მილიარდი დოლარი, ანუ მთელი ბაზრის 46% შეადგინა. გამოკვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პირველად გააანალიზეს მობილური რეკლამის ბაზარი. მიახლოებითი შეფასებებით, მან 500-600 მილიონი დოლარი შეადგინა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2037.html
| |||
Posted by Drakula | 15 Apr 2011, 10:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.