ეკონომიკა: იაპონია, მიუხედავად თავისი პრობლემებისა, აგრძელებს საქართველოში პროგრამების დაფინანსებას | Georgian News | ||
დღეს, 15 აპრილს, შედგება გახსნის ცერემონია პროექტისა „ნარჩენების მართვის გაუმჯობესება მარნეულის რაიონში“, რომელსაც იაპონიის მთავრობა „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების“ ფარგლებში აფინანსებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოხარა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისა და საპარტნიორო ორგანიზაციების წარმომამდგენლები. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სისტების გაუმჯობესება ნაგვის საყრელი მანქანებისა და სანაგვე ურნების მიწოდების გზით. პროექტის ბიუჯეტი 85 222 აშშ დოლარს შეადგენს. საგრანტო კონტრაქტი 2009 წლის 20 ოქტომბერს იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს“ შორის იქნა ხელმოწერილი. პროგრამა „გრასრუტა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარება“ (GGP) 1998 წელს დაიწყო. დღეისათვის მის ფარგლებში დაფინანსებულია 94 პროექტი 6 987 354 დოლარის ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სულ იაპონურმა მხარემ საქართველოს 342.9 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო, კულტურა და ადამიანური რესურსები. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2034.html
| |||
Posted by Drakula | 15 Apr 2011, 08:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.