ეს საინტერესოა: ადამიანთა უმრავლესობა ძვირ და იაფ ღვინოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს | Business & Economics | ||
ძვირ ღვინოს შესაძლოა უფრო გაჯერებული და ნაზი არომატი აქვს, მაგრამ თქვენ, სავარაუდოდ, ამას ვერ შეამჩნევთ: გამოკვლევამ, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ, ჩვეულებრივ, ადამიანებს ჭეშმარიტად კარგი ღვინის იაფი ღვინისაგან დარწმუნებით განსხვავება არ შეუძლიათ, წერს The Guardian. აღნიშნული გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა: ადამიანებს, ჩვეულებრივ, ძვირ და იაფ ღვინოს შორის განსხვავების შემჩნევა შემთხვევათა მხოლოდ 53%-ის დროს შეუძლიათ, წითელი ღვინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია: 47%. ამდაგვარად, ძვირი ღვინის იაფისაგან განსხვავების შანსები, როდესაც მხოლოდ გემოვნებით შეგრძნებებს ეყრდნობიან, 50/50-ზეა. გამოკვლევის ხელმძღვანელის, ხერტფორშის უნივერსიტეტის (ინგლისი) ფსიქოლოგ რიჩარდ უაიზმანის თქმით, „ადამიანებს არა აქვთ უნარი, იაფ და ძვირ ღვინოს შორის განსხვავება გამოავლინონ“. „როდესაც სწორი პასუხი იცით, ატყუებთ საკუთარ თავს, გგონიათ რა, რომ შეგიძლიათ განსხვავების შეგრძნება, მაგრამ ხალხის უმრავლესობას ამის უნარი არა აქვს“, - აციტირებს მის სიტყვებს გამოცემა“, - მთავარი მოულოდნელობა ისაა, რომ ძვირი ღვინოები იაფზე 2-3-ჯერ მეტი ღირდა. ჩვეულებრივ, თუ პროდუქტი ამდენად უფრო ძვირია, მაშინ განსხვავება, თითქოს-და, აშკარაა“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2029.html
| |||
Posted by Drakula | 14 Apr 2011, 16:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.