ეს საინტერესოა: Microsoft-მა Internet Explorer 10-ის სატესტო ვერსია გამოუშვა | World News | ||
კორპორაცია Microsoft-მა ბრაუზერ Internet Explorer 10-ის პირველი სატესტო ვერსია გამოუშვა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგშია ნათქვამი. „ათეულის“ სატესტო რელიზი IE9-ის გაშვებიდან ერთ თვეში გამოვიდა. ბრაუზერის მუშაობის დემონსტრაცია MIX-ის კონფერენციაზე მოხდა, რომელსაც Microsoft ლას-ვეგასში სპეციალურად შემმუშავებლებისათვის ატარებს. ამასთან, Internet Explorer დაყენდა ARM-ჩიპის ბაზაზე მომუშავე კომპიუტერზე, აზუსტებს ტექნობლოგი Engadget. ამდაგვარად, Microsoft-მა პირველად აჩვენა Windows-ის ოპერაციული სისტემა, რომელიც მობილურ პროცესორებთან სამუშაოდ გამოსადეგია. აქამდე კომპანიის ოპერაციული სისტემა ორიენტირებული იყო მუშაობაზე ტრადიციულ კომპიუტერულ პროცესორებთან x86-ის არქიტექტურაზე. ჩიპები ARM-ის ბაზაზე, ჩვეულებრივ პროცესორებთან შედარებით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და, უპირატესად, მობილურ მოწყობილობებში გამოიყენება. ჯერ არაა ცნობილი, კერძოდ როდის გეგმავს Microsoft IE10-ის ფინალური ვერსიის გამოშვებას. პირველი „platform preview“-ის გამოსვლისა და IE9-ის საბოლოო რელიზს შორის ერთი წელი გავიდა. Microsoft „ათეულის“ სატესტო ვერსიების განახლებას 2-3 თვეში ერთხელ გვპირდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2021.html
| |||
Posted by Drakula | 14 Apr 2011, 13:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.