საზოგადოება: ბუცხრიკიძე:იაპონიიდან იმპორტის აკრძალვა, რადიაციული პროდუქტების შემოტანისგან ვერდაგვიცავს | Georgian News | ||
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძე არ იზიარების "მწვანე პარტიის" ლიდერის გია გაჩეჩილაძის პოზიციას, რომელიც იაპონიდაან იმპორტის აკრძალვას რადიაციული საფრთხის გამო ითხოვს. ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოში უხარისხო და არასტანდარტული პროდუქციის შემოტანას კანონი ისედაც კრძალავს, მათ შორის იგულისხმება ის პროდუქციაც, რომელიც რადიაცითაა დაბინძურებული. "არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მიდის საუბარი იაპონიაში მომხდარ ტრაგედიაზე. იაპონიიდან იმპორტის აკრძალვის თაობაზე ჯერ რაიმე განსაკუთრებული ზომები არ არის მიღებული. თუ ჩვენ იაპონიდაან პროდუქციის შემოტანას ავკრძალავთ და თუ იგივე პროდუქციას სინგაპურიდან შემოვა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ?- კითხვა დასვა დეპუტატმა. მისი თქმით, მისთვის გაუგებრაია, რატომ უნდა აიკრძალოს იაპონიდან პროდუქციის შემოტანა, თუ იგი ხარისხიანია. თუ ის უხარისხო იქნება მას აკრძალავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2020.html
| |||
Posted by consul | 14 Apr 2011, 13:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.