სპორტი: თემურ ქეცბაია ნაკრებში 2014 წლამდე დარჩება | Georgian News | ||
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებთან მუშაობას ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგაც გააგერძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსის ერთ-ერთი რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სავარაუდოდ, ქეცბაია ნაკრებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე - 2013 წლის ბოლომდე იმუშავებს. ქეცბაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. „ჩვენ ოთხწლიან თანამშრომლობაზე შევთანხმდით, თუმცა კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, ვინაიდან ხალხის მხრიდან ფეხბურთისადმი სიყვარულს ვგრძნობ. მე მომწონს რისკზე წასვლა, ეს ჩემს ხასიათში ზის. მსურს საქართველოს ნაკრები ჩიხიდან გამოვიყვანო და მასთან ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. არის პრობლემები, მაგრამ მე მიხარია იმ სამუშაოს გამო, სადაც ვმუშაობ“. ქეცბაიას მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლის ბოლომდეა გათვლილი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2017.html
| |||
Posted by Drakula | 14 Apr 2011, 13:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.